0 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რა ინფორმაციას ავრცელებს პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მისი პირადი ექიმი?

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება, - ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება აქვს, რომელიც გასულ კვირას გამოუვლინდა. ექიმის განმარტებით, მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება. 

„გაციებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, სახის სამწვერა ნერვის ანთება განვითარდა, რამაც სახეზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. მკურნალობა სახლის პირობებში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. მანამდე პატრიარქს კვირის დასაწყისში თოდუასა და ჩაფიძის კლინიკებში სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა, რათა სხვა რაიმე მიზეზი გამორიცხულიყო. ანალიზების შედეგები ძალიან კარგია“, – განაცხადა შარტავამ.

გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი გაციებული იყო, რის გამოც ის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო და მომდევნო დღეს საკვირაო წირვაც გამოტოვა სამების საკათედრო ტაძარში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები