1 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ადვოკატი: თემქაზე გოგოს მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა დანაშაულს იბრალებდეს

  თემქაზე, ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად, დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს. 

"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა. 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. არსებული ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილის სავარაუდო მკვლელი მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც მკვლელობა აღიარა

თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით, გოგოს უცნობმა პირმა დაურეკა, კორპუსის ეზოში ჩასვლა სთხოვა და მოგვიანებით უკვე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი  იპოვეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები