0 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, თუ შავკანიანი არ ხართ”


  აჰსან ჰაბიბ გალიბი საქართველოს შესახებ ბლოგპოსტს აქვეყნებს სათაურით: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, თუ შავკანიანი არ ხართ”.

"ძალიან ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს უძველესი კულტურის, არქიტექტურის, სტუმართმოყვარეობის, საოცარი ბუნების შესახებ და როგორც იქნა, დავგეგმეთ ჩვენი მოგზაურობა. მოვამზადეთ საჭირო დოკუმენტები.

თბილისის აეროპორტში ჩემი მეუღლე კითხვების გარეშე გაატარეს. მე კი როცა მარჯვნივ გავიხედე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

შევნიშნე, რომ უამრავი ფერადკანიანი ადამიანი, რომლებიც ძალიან დაღლილი სახეებით იცდიდნენ ემიგრაციის ჯიხურთან. რასობრივი დისკრიმინაცია ჩემთვის ახალი არ არის, თუმცა აქ არ ველოდი.

ლოდინისა და უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, მითხრეს “კუთხეში მოიცადეთ”.

20 წუთის შემდეგ ოფიცერმა მთხოვა გავყოლოდი. მან ჩანთა შემიმოწმა და ჩემი საბუთები გადასცა უცხო ქალს, რომელმაც გეითთან მიმიყვანა.

ვკითხე ქალს რა ხდებოდა, მაგრამ არ მიპასუხა. ავტობუსში ჩამსვა და უბრალოდ მითხრა: დეპორტირებული ხარ რა თქმა უნდა.

მე ადგილზე გავიუყიდე, რომ წარმოვიდგინე, ჩემი მეუღლე საქართველოში ყოველგვარი თანხის, საბუთების, დაზღვევის, ჯავშანის გარეშე დარჩა.

ავუხსენი გამცილებელს, რომ მეუღლის გარეშე უკან ვერ დავბრუნებოდი, მითხრა რომ შეეძლო შემდეგი რეისით გავემგზავრებინე. მის მიმართ სიპათიით განვეწყე და ავუხსენი, რომ ჩემ ცოლთან ერთად დავბრუნდებოდი უკან და აღარასდროს ჩამოვიდოდი საქართველოში.

სიჩუმე. ქალმა ჩემი პასპორტი საჰაერო ეკიპაჟს გადასცა

მაინც მჯერა რომ ქართველები კარგები არიან. თუმცა, საემიგრაციო სისტემა რასისტულია და ისინი თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ. ყველამ ვინც საქართველოში მოგზაურობას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ შეიძლება უმიზეზოდ, უკან გამოაბრუნონ. განსაკუთრებით ფერადკანიანებმა, რომლებიც “ნაკლებად სასურველი” ქვეყნებიდან არიან წარმოშობით”, – წერს ის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები