1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში გაიმართება

უკვე მესამედ Check in Georgia 2018 იწყება. პროექტის ფარგლებში აპრილიდან შემოდგომის ჩათვლით 300-მდე ღონისძიება დაიგეგმა. პროგრამაშია ცნობილი უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები სხვა ცნობილ მუსიკოსებთანაც უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, Check in Georgia 2018–ის პრეზენტაციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა და პროექტის ორგანიზატორებმა  უკვე განაცხადეს.  

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და  26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს,  მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ  ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობსკომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები