1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

შექსპირის რამდენიმე ციტატა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია

  • 1.უსულობის ნიშანი არ არის მდუმარება, ქუხს მხოლოდ ის, რაც შიგნიდან ცარიელია .

  • 2.თაფლი ისეთი ტკბილია, რომ ბოლოს მწარდება. გემოს სიჭარბე გემოს კლავს.

  • 3.ჩვენ წვრილმანების გამო ვღიზიანდებით, მაშინ როცა რაღაც სერიოზულით ვართ
  •  შეწუხებულნი.

  • 4.ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.

  • 5.დედაბუნება ბრძენია, შვილი ჰყავს მხოლოდ უჭკუო.

  • 6.სადაც ცოტაა სიტყვები, იქ მათ ფასი აქვთ.

  • 7.სიყვარული გაურბის იმას, ვინც მას მისდევს, ხოლო ვინც სიყვარულს გაურბის, მას კისერზე ეკიდება.

  • 8.სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომაც, კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.

  • 9.იმისათვის, რომ ბედნიერება დაიჭირო, სირბილი უნდა ისწავლო.

  • 10.ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგანაც სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე – აღონებს.

  • 11.კაცები აპრილს ჰგვანან , როდესაც ურთიერთობას იწყებენ, და დეკემბერს, როცა  დაქორწინებულნი არიან.

  • 12.ნეტარების იმედი თითქმის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თვით ნეტარება.

  • 13.ძალიან ნუ აანთებთ ცეცხლს ღუმელში თქვენი მტრებისთვის, თორემ თქვენვე დაიწვებით.

  • 14.ბასრი სიტყვის წარმატება უფრო დამოკიდებულია მსმენელის ყურზე, ვიდრე მთქმელის ენაზე.

  • 15.რას ნიშნავს სახელი? ვარდს ვარდის სურნელი ასდის, თუნდაც სხვა სახელი უწოდო.

  • 16.ნებისმიერ სიგიჟეს თავისი სახელი აქვს.

  • 17.სილამაზემ შეიძლება მოგხიბლოს, თუმცა მხოლოდ სულის შეყვარებაა შესაძლებელი.

  • 18.ყვავს, თუნდაც ჭუჭყში იბანაოს, არავინ შეამჩნევს, ხოლო გედი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბოლომდე ლაქას მაინც ვერ მოიშორებს.

  • 19.სიყვარულის მოკვლა ერთი მზერითაა შესაძლებელი, თუმცა ერთი მზერით მისი გაცოცხლებაც შეიძლება.

  • 20.მშიშარა ყოველი საფრთხის წინ კვდება, ხოლო მამაცი – მხოლოდ ერთხელ.
  • კომენტარები

    მსგავსი სიახლეები