0 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქრისტე აღსდგა ! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული – მაცხოვრის აღდგომა გაზაფხულზე, ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. ეს უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ოთხივე სახარების თანახმად, ებრაელთა პასექზე, პარასკევ დღეს ქრისტე იერუსალიმში, გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. სამი დღის შემდეგ კი მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები