0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღის დასაწყისში მაცთუნებელ წინადადებას შემოგთავაზებენ, უარი თქვით ძალიან დელიკატურად. თქვენი სისუსტეების თქვენს საწინააღმდეგოდ გამოყენებას შეეცდებიან. კურო: დღეს ჯობია დაისვენოთ, საქმეში გამართლებას არ ელოდოთ. საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ და ძილის წინ მიიღეთ ცხელი აბაზანა და აუცილებლად განიტვირთებით. ტყუპები: საქმიან ცხოვრებაში აქტიურობა გმართებთ. კონცენტრირება ერთ საქმეზე მოახდინეთ. წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში. დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საყვარელ ადამიანთან გაატარეთ. კირჩხიბი: ეცადეთ, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ. დაფიქრდით, იქნებ თქვენი პრობლემების მიზეზი ისაა, რომ სიყვარული გაკლიათ. იფიქრეთ დასვენებაზეც. ლომი: სასიყვარულო ურთიერთობებში ლიდერის პოზიციას დაიკავებთ. კოლეგებთან კონფლიქტებს ერიდეთ. წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. პირად ცხოვრებაში რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ. ქალწული: შესანიშნავ ფორმაში ხართ. ეს დღე იდეალურია კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის. საშუალება მოგეცემათ, ახალი, მაღალანაზღაურებადი სამსახური იპოვოთ. კარგი დღეა შოპინგებისათვის და გარდერობის გასაახლებლად. სასწორი: დაისვენეთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ, ეხლა კარგია სამოგზაუროდ წასვლა მეგობრებთან ერთად, რათა სრულიად აღიდგინოთ ენერგია შემდეგი წარმატების მისაღწევად. ერთი დღის დასვენება თქვენთვის მთელი წლის ენერგიას შეგძენთ. მორიელი: დღეს მოსალოდნელია თქვენ აღმოაჩინოთ კავშირებისა და ნაცნობობის საუკეთესოდ გამოყენების გზები. მაქსიმალურ წარმატებებს მიაღწევთ თუ შეეცდებით მოერგოთ გარემოებებს. მშვილდოსანი: სურვილი, ყურადღების ცენტრში ყოფნის, დღეს განსაკუთრებულად მატულობს თქვენში. წარმატებული დღეა ახალი კავშირებისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისთვის. საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზებს ელოდეთ. თხის რქა: დღეს ნაკლებად ენდეთ ინტუიციას. აუცილებლად დაეყრდენით სიტყვას, ლოგიკას. არც ისე კარგი დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრისთვის. იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე, ვიდრე ეს გევალებათ. მერწყული: დღეს თქვენი შრომისუნარიანობა ამაღლდება. შედეგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენს შრმოსმოყვარეობაზე. კარგი სიახლენი, საუკეთესო პერსპექტივა და სასიხარულო მოვლენები გელით წინ. ვრცლად თევზები: დღეს ოპტიმიზმით და ენერგიით სავსე იქნებით რითიც ადვილად შეძლებთ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენას. მოიმატებს შემოსავლები და თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. პირად ურთიერთობებში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები