0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ფონდი „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიზნით კიდევ 11 საგრანტო პროექტს დააფინანსებს

თბილისი, 30 ივლისი, 2014 – ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიზნით გამართული, მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ფონდში სულ შემოვიდა 152 განაცხადი, საიდანაც შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 პროექტი აარჩია. გამარჯვებული პროექტის განხორციელებისთვის ფონდი „სიცოცხლის ხე“ 250,000 ლარს გამოყოფს. 2014 წლის დასაწყისიდან დღემდე, ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ჯამში ნახევარი მილიონი ლარის დაფინანსება გამოყო 24 პროექტისთვის. ფონდი „სიცოცხლის ხე“ მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საინიციატივო ჯგუფები, სამეზობლოები, მშობელთა გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ ბავშების თემატიკით დაინტერესებული პირები. გამარჯვებული პროექტები მიმართულია შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე და ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ყველა გამარჯვებულ პროექტს მიენიჭება ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო „სიცოცხლის ხე“. პროექტების განხორციელებას მონიტორინგს “სიცოცხლის ხე“ გაუწევს. ფონდის “სიცოცხლის ხე“ მეორე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებია: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის თელავის რაიონის 4 სკოლაში სპეციალური რესურსცენტრების შექმნა; შშმ ბავშვებისათვის ჩვილ ბავშვთა სახლში განმავითარებელი/მასტიმულირებელი გარემოს შექმნა; შშმ პირებისათვის სპეციალური სარეკრეაციო ზონების მოწყობა საჯარო პარკებში; საკომუნიკაციო აპლიკაციის შექმნა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის; სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შშმ ბავშვებისთვის სპეციალურად ადაპტირებული სათამაშო სივრცის მოწყობა; სოციალური ტაქსის უზრუნველყოფა შშმ ბავშვებისათვის; ნეიროგანვითარების ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა სხვადასხვა ტიპის დარღვევების მქონე 300–მდე ბავშვისთვის; შშმ ბავშვების მონაწილეობით სპექტაკლის დადგმა; ინფორმატიკის სწავლება უსინათლო ბავშვებისთვის; ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის კლასის მოწყობა და გ. გეწაძის სახელობის საჯარო კოლის ადაპტაცია შშმ ბავშვებისთვის; შშმ ბავშვებითა და მოზარდებით დაკომპლექტებული პარაორკესტრის შექმნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები