2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საირმის ტყეში 20 წლის ცოტნე ჭანტურიძეს ამ დრომდე ეძებენ

საირმის ტყეში 20 წლის სტუდენტს ეძებენ. როგრც „პრესა.ჯი“-ს დაკარგული ცოტნე ჭანტურიძის დედამ განუცხადა, ახალგაზრდა სამ მეგობართან ერთად ჯვრის დასალაშქრად გუშინ წავიდა. ნონა ჭეიშვილი (დაკარგულის დედა): „სამ მეგობართან ერთად საირმის ტყეში წავიდა და დაიკარგა. მისი მეგობრები ჰყვებიან, რომ ცოტნე ჯვრის დასალაშქრად მარტო წავიდა, ახალგაზრები დარჩნენ, ამბობენ ვერ გავყევით დაღლილები ვიყავითო. პირად მობილურზე ბოლოს საღამოს 17:34 საათზე ველაპარაკე. მას შემდეგ ჩემი შვილი კონტაქტზე არ გამოდის“. დაკარგულის დედის ინფორმაციით, დაკარგულის ძიება მეგობრებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას შემდეგ დაწყეს, რაც ცოტნეს ჩასვლა ძალიან დააგვიანდა. „ტყეში დარჩენილი მეგობრები ადგილობრივებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ ჩემ შვილს, საგულისხმოა რომ ჯვრისკენ მიმავალ გზაზე ადგილობრივებს ადამიანის ნაკვალევი არ შეუმჩნევიათ, ამიტომ ვეჭვობ, რომ ცტნეს გზა აებნა, არ მინდა ცუდზე ვიფიქრო. საქმის კურსშია პოლიციაც“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ჭეიშვილმა. შს სამინიატროში „პრესა.ჯი“-ს დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ სტუდენტის სამძებრო ღონისძიებებში პოლიცია გუშინვე ჩაერთო. დაკარგულს იმერეთის სამხარეო პოლიცია ეძებს. „მიმდინარეობს დაკარგული სამძებრო ღონისძიებები, როგორც კი სხვა ინფორმაცია გვექნება შეგატყობინებთ“,- აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები