0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მათთვის,ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს!-ძმარი მადას აქვეითებს !

სასურსათო ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ განსაზღვრული ტიპის ძმარს ზოგიერთი წამლის შეცვლა შეუძლია. ძმარს მრავალი სამკურნალო თვისება აქვს:

* მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ამუხრუჭებს დაბერების პროცესს;
* ანელებს კიბოსა და თავის ტვინის დეგენერაციული პროცესების განვითარებას;
* ახდენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს;
* ასუსტებს ორგანიზმზე დიაბეტის დამაზიანებელ ზემოქმედებას;


* აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას;
* ამცირებს არტერიულ წნევას;
* არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სპორტსმენებს ძმარი მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალ-ღონის აღდგენაში ეხმარება; 
* თუ ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს ძმარს, მას უქვეითდება მადა, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს.

კვლევები მოწმობს, რომ ყოველდღიურად ერთი-ორი კოვზი ძმრის მოხმარება ზრდის ორგანიზმში სასარგებლო („კარგი“) ქოლესტერინის დონეს. მეცნიერებმა 120 მოხალისე ორ ჯგუფად გაყვეს. ნახევარს აძლევდნენ ძმარს, ნახევარს - პლაცებოს. ექსპერიმენტი ორი თვე გაგრძელდა. აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფის წევრებში, რომელიც მოიხმარდა ძმარს, „კარგი“ ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) დონემ მოიმატა. უფრო ადრე ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს ვაშლის ძმრის მოხმარება ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, ხოლო „კარგი“ ქოლესტერინისას ზრდის. აღსანიშნავია, რომ ვაშლის ძმარი აუმჯობესებს ართრიტისა და პოდაგრის მკურნალობის შედეგებს. იგი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას, აჩქარებს ცხიმების გადამუშავებას.
მკურნალის რედაქცია 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები