1 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბანკ „რესპუბლიკას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

ამ წლის ოქტომბრიდან ბანკ „რესპუბლიკას“ ახალი გენერალურ დირექტორი, ანტუან გაბიზონი უხელმძღვანელებს. იგი კრისტიან კარმანიოლს შეცვლის, რომელიც ბანკს 2010 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. რამდენიმე დღის წინ კრისტიან კარმანიოლმა და ანტუან გაბიზონმა, „სოსიეტე ჟენერალის“ მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, ბანკის კლიენტებსა და პარტნიორებს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ ტერასაზე უმასპინძლეს, სადაც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული მიღება გაიმართა. ბანკ „რესპუბლიკის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თანახმად, სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგნენ ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები. საღამო ვახშმით დასრულდა. „საქართველოში ჩემი მუშაობის პერიოდი სამი სიტყვით რომ აღმეწერა, ეს სიტყვები იქნებოდა: გამართლება, ბედნიერება და ნდობა. გამიმართლა, რადგან საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ევოლუციის მომსწრე გავხდი. ჩემი მუშაობის დროს საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა და ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ბედნიერი ვარ, როცა ყოველდღე სამსახურში მივდივარ, ვხვდები კლიენტებს, პარტნიორებს და ვმუშაობ ჩემს ღირებულ, პროფესიონალ და მოტივირებულ თანამშრომლებთან. მე ვენდობი საქართველოს მომავალს, ბანკ „რესპუბლიკის“ მომავალს. ჩვენ, ბანკ „რესპუბლიკას“ პატივი გვაქვს, გვქონდეს ჩვენი აქციონერის „სოსიეტე ჟენერალის“ ნდობა. ჩვენი სჯერათ ჩვენს კლიენტებს, ენდობიან ჩვენს მდგრად წარმატებას და ჩვენს გზას „სანიმუშო ბანკად“ ქცევის გზაზე, იმ კლიენტებს, რომლებიც დღეს აქ ჩვენთან ერთად აღნიშნავენ „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილეს და რომლებსაც მინდა ამისათვის მადლობა გადავუხადო“, _ განაცხადა კრისტიან კარმანიოლმა თავის მისასალმებელ სიტყვაში. „საქართველოში და, შესაბამისად, ბანკ „რესპუბლიკასთან“ ერთად პირველად ვარ. ჩვენი კლიენტების, პარტნიორების და კოლეგების გასაცნობად უკეთეს გარემოებაზე ვერც ვიოცნებებდი. მოხიბლული ვარ აქ ყოფნით და ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ბანკ „რესპუბლიკის“ სტაბილური, წარმატებული მუშაობა, მისი მრავალფეროვანი მომსახურება და კლიენტთა მზარდი რაოდენობაა, მეორე კი ის, რომ საქართველოს შესახებ ბევრი კარგი მსმენია. ბანკ „რესპუბლიკის“ გუნდთან ერთად შემართებით განვაგრძობ კრისტიან კარმანიოლის მიერ გაწეულ შესანიშნავ საქმიანობას და ჩვენ კლიენტებს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მომსახურებას შევთავაზებთ“, _ აღნიშნა ანტუან გაბიზონმა მიღებაზე. ანტუან გაბიზონს საბანკო სფეროში მუშაობის ოცდაათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. იგი „სოსიეტე ჟენერალის“ სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანტუან გაბიზონი ხელმძღვანელობდა „სოსიეტე ჟენერალის“ საბანკო ინსტიტუტებს ჰონგ-კონგში, ყაზახეთში, უკრაინასა და რუმინეთში. კრისტიან კარმანიოლი კი მუშაობას „სოსიეტე ჟენერალის“ პოლინეზიის ბანკში განაგრძობს. ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ვებგვერდი: www.br.ge სოსიეტე ჟენერალი „სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 148 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ. ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები