პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
|
თბილისი,23 სექტემბერი, 2014–დეველოპერულმა კომპანია„m²“-მა, განაცხადა თბილისში ახალი კონცეფციის მქონე სამშენებლო პროექტის „ოპტიმა ისანის“ დაწყების შესახებ. საცხოვრებელი კომპლექსი„ოპტიმა ისანი“ კომპანია „m²“-ის ახალ ოპტიმალურ სამშენებლო ხაზს ეკუთვნის, რომლის ფარგლებშიც კომპანია უფრო მეტი ოჯახისთვის ხელმისაწვდომ და მომხმარებელზე მორგებულ სამშენებლო პროექტებს განახორციელებს თბილისი სხვადასხვა უბნებში.საცხოვრებელ კომპლექსში „ოპტიმა ისანი“, ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა, ნაკლებ ფასად. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი დაზოგავს დროს, ფულს და ენერგიას.„ოპტიმა ისანი“კომპანია “m2”-ის ოპტიმალური ხაზის პირველი პროექტია, რომელშიც 2-ოთახიანი გარემონტებული ბინის შეძენა 29,000 აშშ დოლარიდან არის შესაძლებელი.
კომპანია„m²“-ი მომხმარებელს სთავაზობს სიახლეს ბინის შეძენის თვალსაზრისითაც –მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ბინა საქართველოს ბანკის უფრო გრძელვადიანი იპოთეკური სესხით, რაც საგრძნობლად შეამცირებს ყოველთვიურ შენატანს. მაგალითისთვის: ორ ოთახიანი ბინის შეძენა „ოპტიმა ისანის“ საცხოვრებელ კომპლექსში თვეში 213 აშშ დოლარიდან იქნება შესაძლებელი; სამ ოთახიანის – 329 აშშ დოლარიდან, ხოლო ოთხ ოთახიანის – 495 აშშ დოლარიდან.
238-ბინიანი სამშენებლო კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ თბილისში, მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება, რომელიც 5,237 კვ.მ-ზე განათავსდება. საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ „ოპტიმა ისანი“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მობინადრეები შეძლებენ პირადაპირ შევიდნენ და იცხოვრონ საკუთარ ბინებში. სრულად გარემონტებულ ბინაში კი მათ საჩუქრად დახვდებათ სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: ავტოსადგომი, გასართობი, მოსასვენებელიდა რეკრეაციული ზონები. დამატებითი კომფორტისთვის საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და კომპლექსის მოვლის მომსახურებით. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა „ოპტიმა ისანი“ 2016 წლის ივლისში დასრულდება.
მშენებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგში და რისკები გადაზღვეულია ACE Europian Group -ში.
m²-ის მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...
ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌ საქართველოს გზა ევროპაშია ✊ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...
გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია. „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...
დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი Ilia Topuria ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით. მიხარია, რომ ამ ...
ჩემო სიყვარულებო, ჩემო უმაგრესო ადამიანებო, გიზიარებთ გულისტკენას, მაგრამ გპირდებით, ყველაფრის ფასად სულ თქვენს გვერდით ვიქნები…. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში და დი...
გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება . დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ ია...
კომენტარები