1 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ საკუთარ ძალებსა და სიმართლეში დარწმუნებული ხართ, გამარჯვებამდე იბრძოლეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილად ნუ გაჯიუტდებით და საქმეების მოსაგვრებლად სწორი ტაქტიკა აირჩიეთ. 

კურო 
გაფრთხილდით, რათა არაკეთილისმსურველის ოსტატურად დაგებულ მახეში არ გაეხვიოთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რათა არ დაზარალდეთ და გარშემო მყოფთა დასაცინი არ გახდეთ. 

ტყუპი 
დღეს წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის პრემიასა და შექებას მიიღებთ. გარშემო მყოფთა დახმარებისთვის - მადლობას. 

კირჩხიბი 
გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. რაც შეეხება სამსახურის საქმეებს, დღეს ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ. 

ლომი
დღეს იმ ადამიანების კეთილგანწყობასაც კი მოიპოვებთ, ვინც თქვენს მიმართ მტრულად იყო განწყობილი. ეცადეთ შეინარჩუნოთ მათთან მეგობრული დამოკიდებულება. 

ქალწული
ეცადეთ, მარტივი ენით ისაუბროთ, რათა გარშემო მყოფებისთვის თქვენი ნათქვამი ადვილად გასაგები გახდეს. ზოგიერთმა თქვენი სიტყვა შეიძლება არასწორად გაიგოს და ამის გამო უსიამოვნებებში გაეხვიოთ. 

სასწორი 
ნათესავებთან ერთად შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აგრეთვე კარგი დღეა მგზავრობისა და უქმეების დასაგეგმავად. 

მორიელი 
გარშემო მყოფები მზად არიან თქვენს დასახმარებლად. მათი დახმარებით საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების მოგვარებასაც შეძლებთ. 

მშვილდოსანი
მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ახალ პროექტებზე მუშაობისას. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, რთული სიტუაცია იუმორით განმუხტოთ. 

თხის რქა
მეტი აქტიურობა გმართებთ სოციალურ და ჰუმანიტარულ პროქტებში. საღამოს მეგობრები შინ მიიპატიჟეთ და იმხიარულეთ. 

მერწყული 
ნუ წამოიწყებთ ყველა საქმეს ერთდროულად. ჯერ ყველაზე მნიშვნელოვნები შეასრულეთ. აგრეთვე ნუ ეცდებით ყველაფრის მოსწრებას. თორემ ვერაფერს დაასრულებთ. 

თევზები
ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ვიღაც საქმეს თქვენს მაგივრად გააკეთებს. თავად უნდა გააქტიურდეთ. ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, მოაწესრიგეთ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები