1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასწრაფოდ: დადიანზე მამაკაცს მერვე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა დაეცა

თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადის გადმოვარდნის შედეგად გამვლელმა მამაკაცმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის #34 ნომერში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადა გადმოვარდა,რომელშიც სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ჭურჭელი ინახებოდა. ნივთები გამვლელ მამაკაცს დაეცა, რომელმაც თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცს თვალი დაუზიანდა. მათივე ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სხვადასხვა ნივთების ნამტვრევები, მათ შორის მურაბის და სხვადასხვა კონსერვის ქილის ნამსხვრევები და საპატრულო პოლიციის ამკრძალავი ლენტია შემორჩენილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები