პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
|
ჯერ თითო წუთის ინტერვალით, დაყენებულმა მაღვიძარამ სამჯერ ვერ გამაღვიძა. მერე სამ "მარშუტკასა“ და ერთ ავტობუსში ვერ ავეტიე. მერე ვნახე სისხლაჩქეფებული კავკასიელი მამრი სტუდენტი გოგონას მინი ქვედაბოლოს ქვეშ რაღაცას რომ ეძებდა, თვალებით. მერე ჯიხურის გამყიდველს კომპლიმენტი ვუთხარი, ახალი ვარცხნილობა ძალიან გიხდებათ-მეთქი. ლექციაზე კი, 10 საათის ნაცვლად, 12-ის 15 წუთზე შევედი. ხშირად არ ვაგვიანებ. საათითა და თხუთმეტი წუთით, მით უმეტეს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მეც ვერ მივხვდი ისე აღმოვჩნდი ლევან ბერძენიშვილის ფეხებთან, საკუთარი ფეხსაცმელითვე გატალახიანებულ იატაკზე, მოკალათებული. ლექციის თემა ლაო ძის "დაო დე ძინი“ იყო. სანამ ძველ ჩინურ ფილოსოფიას ჩავუღრმავდებოდით (რომლის შესაცნობად განათლება ნამდვილად არ მყოფნის), ქართველების რამდენიმე თვისებას გავკარით კბილი. თურმე, მე-17 საუკუნეში კაცები დედებს ყიდდნენ და ცხენებს ყიდულობდნენ. "ულისე“ არ წამიკითხავს, მაგრამ ცნობიერების ნაკადს უჯოისოდაც კარგად გავყევი.
რაზე გავყიდდი დედას? დედას გეფიცებით, არაფერზე-მეთქი, თქმას ვაპირებდი, როცა მივხვდი, რომ დედაჩემს სამი წელია, ვყიდი, თანაც ყოველ თვე. დედაჩემი ჩემ გამო საზღვარგარეთ მუშაობს. თურმე, ნუ იტყვით და, მეც მე-17 საუკუნის ქართველი კაცივით ვყოფილვარ. არადა შემეძლო მომეკლო ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ორი კაბა, არც ის ყვავილებიანი ჩანთა მომეთხოვა, ყველას რომ მოსწონს; მეორე პალტოზე გავჩერებულიყავი, ცეზარი სახლში გამეკეთებინა, ბრაუნიც გამომეცხო, სუში არ მეჭამა და ავტობუსით მემგზავრა, ბოლოს და ბოლოს.
ლევან ბერძენიშვილმა ქართველი ერის ერთ უნიკალურ თვისებაზე – სურვილების გარეალურების ფენომენზეც დამაფიქრა. ჩვენ მართლა ვართ ერი, რომელმაც ილია და აკაკი ისე დაამეგობრა, რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ 20 წლისამ გავიგე (მადლობა თამაზ ჯოლოგუას!), ერთმანეთისთვის იმდროინდელ ლექსიკონში აღნუსხულ–აღუნუსხავი ყველა უწმაწური სიტყვა რომ ჰქონდათ ნათქვამი. ვართ ერი, რომლის შვილები ერთმანეთს თავ-პირის მტვრევის შემდეგ სისხლს წმენდენ და ვახტანგურად სვამენ ღვინოს, ყანწებით. ვართ ერი, რომელიც ხელში i-phone-ითა და "გაყიდული“ დედის გადასახდელი განვადებით სასურველს ილუზიად ვაქცევთ.
შენ? – შენც შეგეძლო, i-phone-ის ნაცვლად "სამსუნგი“ გეყიდა, ან ისევ ფანრიანი "ნოკიათი“ გევლო. შეგეძლო, წიგნები მაღაზიებიდან კი არ გამოგეზიდა, ბიბლიოთეკაში გევლო და მნიშვნელოვანი მონაკვეთები ამოგეწერა 48-ფურცლიან რვეულში. შეგეძლო, პალტო ვაგზალზე გეყიდა, "ზარას“ რომ მიადექი. შეგეძლო, ერთი კურორტით ნაკლებზე წამოგესვენებინა შენი უბრწყინვალესობა და შეგეძლო, უბრალოდ, skype-ით. დღეში 1 საათი, კაი 45 წუთი, ჰა-ჰა, – ნახევარი. ააა, ზოგჯერ 15 წუთითაც ვერ იცლი ხო? მესმის, მესმის…
ცნობიერების ნაკადში ისევ ლევან ბერძენიშვილი შემოიჭრა: როცა ახლოს ხარ, ვერ ხედავ, როგორც კი შორდები, მაშინვე ხვდებიო, თუ რაღაც ამდაგვარი. და კიდევ: თუ ვნებები გაქვს, შენ ხედავ კონტურს, თუ არ გაქვს, შენ ხედავ შიგთავსსო. ლაო ძის გაგებამდე ჯერ კიდევ შორია…
ჩვენ, ყველამ, გავყიდეთ დედები!..
🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...
ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...
ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌ საქართველოს გზა ევროპაშია ✊ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...
გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია. „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...
დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი Ilia Topuria ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით. მიხარია, რომ ამ ...
ჩემო სიყვარულებო, ჩემო უმაგრესო ადამიანებო, გიზიარებთ გულისტკენას, მაგრამ გპირდებით, ყველაფრის ფასად სულ თქვენს გვერდით ვიქნები…. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში და დი...
გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება . დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ ია...
კომენტარები