1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

აღმოსავლეთ ევროპა საქართველოს ჩათვლით ციფრულ სამაუწყებლო სისტემებს ავითარებს

ლუქსემბურგი, 2014 წლის 19 დეკემბერი - სატელიტური ოპერატორი SES (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG), Ceska Televize (CT), RTVS და Ceske Radiokomunikace აცხადებენ, რომ ყველაზე გლობალური თანამგზავრული კომპანია SES თავისი ASTRA 3B სატელიტით აღნიშნულ ტელევიზიებს ULTRA HD ხარისით მიაწვდის სამაუწყებლო სიგნალს.

ჩეხეთის და სლოვაკეთის საზოგადოებელი მაუწყებლები CT და RTVS თანამშრომლობენ ციფრული ინფრასტრუქტურის ჩეხურ წამყვან პროვაიდერ Radiokomunikace-თან. თანამშრომლობის ფარგლებში კი მაუწყებლები გამოსახულებას ULTRA HD ხარისხით გადასცემენ. სიგნალს კი ASTRA 3B თანამგზავრიდან მიიღებენ, რომლის ორბიტული მდებარეობაა აღმოსავლეთის 23,5 გრადუსი.

CT, RTVS, Ceske Radiokomunikace და სამაუწყებლო ინდუსტრიის ჩეხური და სლოვაკური სხვა წამყვანი კომპანიები Ultra HDTV ფორუმის მონაწილეები არიან. ფორუმი, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა, მისი მიზანია, რომ აკონტროლოს და განსაზღვროს კიდეც სატელევიზიო პროდუცქია. სატელიტური კომპანია SES ახლახან გახდა Ultra HDTV ფორუმის წევრი.

"SES ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ევროპაში DTH (1996 წლიდან) და HDTV (2005 წლიდან) სამაუწყებლო ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ჩვენ ერთგულად ვემსახურებით ჩვენს სამაუწყებლო პარტნიორებს სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში",-განაცხადა SES-ის კომერციულმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში ნორბერტ ჰოლცმა.

"ჩეხეთის ტელევიზიის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ Ultra HD ფორმატის ათვისება და მისი გამოყენება ჩეხურ სატელევიზიო სივრცეში სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება. ჩვენ მივესალმებით SES-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას Ultra HD ხარისხის სატესტო რეჟიმში მიწოდების საკითხში",-განაცხადა Ceska Televize-ს ტექნიკურმა დირექტორმა ივო ფერკლმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები