0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ძველ მეგობრებთან, კოლეგებთან შეხვედრა ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. მათი დახმარებით შეიძლება ან ახალი საქმიანობა დაიწყოთ ან ახალი სამსახური. 

კურო 
ნათესავები და ახლობლები ფულის სათხოვნელად მოგმართავენ. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ არც ისინი გაანაწყენოთ და არც თქვენ დარჩეთ წაგებული. 

ტყუპი
დროა, უფროს საკუთარი იდეები გააცნოთ. ზოგიერთები სახელმწიფო უწყებებში მოიგვარებენ საქმეებს. თამამად იმოქმედეთ, თუმცა, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. 

კირჩხიბი
ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. ყველაფერი თავად მოაგვარეთ. მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან. საღამოს ოჯახის წევრებს პატარა დღესასწაული მოუწყვეთ. 

ლომი 
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, სარისკო ქმედებებს, აკონტროლეთ ემოციები. რთული საკითხებიც კი მშვიდად განიხილეთ. 

ქალწული 
ფინანსური საკითხების მოგვარება შუა კვირისთვის გადადეთ. დაგეგმეთ ახალი საქმეები, განიხილეთ ახალი პროექტები. დღის მეორე ნახევარში ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. 

სასწორი 
მეტი ყურადღება მიაქციერთ შვილებისა და საკუთარ ჯანმრთელობას. ნათესავებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. 

მორიელი 
სასიკეთო ცვლილებები გელით, – ზოგმა შეიძლება საქმიანობა, ზოგმაც საცხოვრებელი შეიცვალოს. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად

მშვილდოსანი 
კარგი დღეა საქმეების მოსაგვარებლად სახელმწიფო ინსტანციებში. საქმიანი პარტნიორების მიმართ რაც უფრო მეგობრული იქნებით, მით უკეთ წარმართავთ საქმეებს. 

თხის რქა
მეგობრების დახმარებით ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. მთავარია, დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ. იყავით მხიარული და მოღიმარი. 

მერწყული
შეიძლება ან ვალის გადახდა მოგთხოვონ, ან დანაპირების შესრულება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. 

თევზები
პირადი განცდების გამო სამსახურის საქმეებს მომავლისთვის ნუ გადადებთ. პირიქით, მობილიზებულად იმოქმედეთ და დეტალების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები