0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დღეიდან იწყება!

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დღეიდან იწყება! შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სსიპ შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენს მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, უფლება გაქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

კერძოდ, თუ თქვენს მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800 დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საშუალება გექნებათ შეავსოთ დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით აღმოაჩინოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.

თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ თქვენ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და აღნიშნულის თაობაზე გეცნობებათ.

დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებულ საბანკო დაწესებულებისმეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, თქვენს მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტაციიდან 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოს შემოსავლების სამსახურს - არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სატალეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე 299299 ან მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]; ასევე შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებული .


კომენტარები

მსგავსი სიახლეები