2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მეტრო „პოლიტექნიკურში“ ბავშვს ფეხი ესკალატორში ჩაჰყვა(დეტალები)

რამდენიმე წუთის წინ ,მეტრო „პოლიტექნიკურში“ ბავშვს ფეხი ესკალატორში ჩაჰყვა. შემთხვევის გამო შეჩერებულია მუშაობა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 13:40 საათზე მოხდა. 5-6 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ფეხი ჩამსვლელ ესკალატორში ჩაჰყვა. სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბავშვმა ძლიერი დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. 
მომხდარის გამო 15 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო ესკალატორის მუშაობა.
სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა 13 მაისაც მოხდა, რა დროსაც ბავშვი მსუბუქად დაშავდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები