1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, - ან ძველ ვალს დაიბრუნებთ, ან წარსულში შესრულებული საქმის ანაზღაურებას მიიღებთ. საღამოს მხიარულს წვეულებას არ გამოაკლდეთ. 

კურო
მეტი ყურადღება დაუთმეთ კოლეგების რჩევას. ზოგიერთისგან გამოსადეგ ინფორმაციას, იდეას მიიღებთ. ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. 

ტყუპი
რომანტიკული განწყობის მიუხედავად სამსახურის საქმეებს გვერდზე ნუ გადადებთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

კირჩხიბი
კარგი დღეა ახალ სამსახურში გადასასვლელად, ან ახალ საქმიანობას შემოგთავაზებენ. თამამად იმოქმედეთ, ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის. 

ლომი
მოგზაურობის, დღესასწაულის განწყობა გაქვთ და თუ თავად არ იზრუნებთ საკუთარ თავზე, სამსახურისა და საოჯახო საქმეების გამო დასვენებას ვერ შეძლებთ. ხანმოკლე შვებულებაც კი თავგადასავლებსა და სასიამოვნო მომენტებს გპირდებათ. 

ქალწული
ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ, ან თავად უნდა იზრუნოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საღამოს მხიარული მასპინძლის როლი უნდა მოირგოთ და სტუმრები გემრიელი კერძებით გაანებივროთ. 

სასწორი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც. ზოგიერთი დაწინაურებას, ზოგიც - შექებას ან პრემიას მიიღებს. 

მორიელი 
ყველა მნიშვნელოვანი საქმე, შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მშვილდოსანი
მნიშვნელოვან და თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. ზოგიერთს დიდი ხნის თაყვანისმცემელი პაემანს დაუნიშნავს. იყავით ღიმილიანი და მხიარული. 

თხის რქა
მეგობრებსა და ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ზოგიერთს ოჯახში მატება ელის. საღამოს შინ ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. 

მერწყული
გეყოფათ მუშაობა სახლშიც და სამსახურშიც. დღეს საკუთარ თავს საჩუქარი უნდა გაუკეთოთ. განაახლეთ გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი. შეგიძლიათ საღამოს მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნოთ. 

თევზები
კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად, ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული დაისადგურებს. შეეხმიანეთ მშობლებსა და და-ძმებს. მათთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები