0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ავარია მუხიანში - სწრაფად მოძრავი ავტომობილი კორპუსის ეზოში შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევისას თბილისში 5 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, საღამოს მუხიანში მოხდა.

სწრაფად მოძრავი ავტომობილი კორპუსის ეზოში შევარდა. მანქანა ჯერ ხეს, შემდეგ გაზის მილს, ბოლოს კი ავტოფარეხს შეეჯახა. 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ხუთივე მათგანი ავტომობილში იმყოფებოდნენ. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია, ის საავადმყოფოში თვითმხილველებმა გადაიყვანეს. 

დაზიანებული გაზის მილის გამო ახლოს მდებარე კორპუსებს გაზმომარაგება რამდენიმე დღით შეუწყდათ. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები