1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაგეგმეთ შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან. დიპლომატიურად მოაგვარეთ პირადი საკითხები. შეამოწმეთ იმ პრეპარატების ვადა, რომელთა მიღებასაც აპირებთ; არ გადააჭარბოთ დოზას. ნუ გადატვირთავთ კუჭს მძიმე საკვებით. 

კურო
მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. არ გასცეთ ფული ვალში, გვიან ან საერთოდ ვერ დაიბრუნებთ. ნათესავების დახმარებით ახალ სამსახურს იშოვით. სიფრთხილე გმართებთ წამლების მიღებისას. 

ტყუპი
საქმიანი და აქტიური ხართ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთს მივლინება ან საზღვარგარეთ მოგზაურობა ელის. ზოგიერთს უღალატებს ის, ვისი იმედიც ჰქონდა. 

კირჩხიბი
სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოგვარება მოგიწევთ. დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ საბინაო საკითხების მოგვარებისას. კარგი დღეა ნაცნობობისა და მგზავრობისთვის. 

ლომი
საქმეებითა და მოლაპარაკებებით დატვირთული დღე გელით. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, ყველაფერი ხვალისთვის გადადეთ. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. წარმატებული დღე ელით ბანკის თანამშრომლებს. 

ქალწული
აქტიური, საქმიანი დღე გელით, ზოგიერთს დააწინაურებენ. რაც უფრო რთულ დავალებებს მიიღებთ, მით იდეალურად შეასრულებთ მათ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. 

სასწორი
ფული მოზომილად ხარჯეთ. ბინაში ინტერიერის შეცვლა და სარემონტო საკითხები ოჯახის წევრებთან შეათანხმეთ. ნუ გადატვირთავთ კუჭს მძიმე საკვებით. 

მორიელი 
დღეს რთული საკითხების, ურთიერთობების დარეგულირება მოგიწევთ. მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი უნდა გამოავლინოთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით საჭესთან. 

მშვილდოსანი
საქმიანი და ენერგიული ხართ, რთულ საკითხებს მარტივად და თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვარებთ. მოსალოდნელია ცვლილებები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთი საწინააღმდეგო სქესისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობს. კარგი დღეა ნაცნობობისა და მგზავრობისთვის. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. 

მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის. ზოგიერთი ფულად პრემიას მიიღებს. 

თევზები
თქვენი წარმატება თქვენს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ ისინი. სამსახურებრივი რომანის გამო კოლეგებისა და უფროსის რისხვას დაიმსახურებთ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები