2 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სამგრელოში განმეორებითი არჩევნები ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი აქტივობით მიმდინარეობს

სამეგრელოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანზე - 38-ე, 79-ე და 108-ე, აქტივობა საკმაოდ მაღალია. მცირე ტექნიკური შეფერხებები დაფიქსირდა დილით უბნების გახსნიდან რამდენიმე წუთში. 108-ე საარჩევნო უბანზე მარკირების ხელსაწყო გამოვიდა მწყობრიდან, თუმცა ის დროულად შეცვალეს და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მცირე ხნით ჩაქრა შუქი.

როგორც ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამომრჩევლის აქტივობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„7 საათისთვის სამივე უბანი იყო გახსნილი, 8 საათისთვის სამივე უბანი იყო ამომრჩევლის მისაღებად უკვე მზად. კენჭისყრის პროცესიც დროულად დაიწყო. 11 საათისთვის აქტივობა 38-ე უბანზე 129 ამომრჩეველი, 79-ე უბანზე 126, 108-ე უბანზე 122,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები