1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ" - ბერა მამის ავადმყოფობას ეხმაურება

„ჩემი 61 წლის მამა აქტიურად ვარჯოშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრად შეედრება“,-ამის შესახებ ყოფილი პრემიერ მინისტრის  შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 ბერა ივანიშვილის თქმით, დილის 6 საათიდან პასუხობს ზარებს და უწევს „მამაზე გამოგონილი  უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა“.

„დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან...“,-წერს ბერა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრემიერმა ინსულტი მიიღო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები