0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მჭირდები ელე!!! გთხოვ იბრძოლო, არ გაბედო ჩემი მიტოვება" - ალეკო ელისაშვილის ემოციური პოსტი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მეგობართან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი ელე 
ეს გოგო ელეა, ელენე ბაირამოვი. მე და ელე კლასელები ვიყავით. პირველი კლასიდან დავმეგობრდით. წინა არჩევნებზე ჩემი საარჩევნო შტაბის ბურჯი ელე იყო, ჩუმი და საქმიანი. შემდეგი სამი წელი საკრებულოში ყოფნისას ჩემი თანაშემწეა და ვისაც ჩემთან შეხება ჰქონდა და ყველამ იცის როგორი გულითადი, როგორი საქმიანი, როგორი დაუზარელია ელე. 

ცხოვრებაში არ მყოლია ასეთი საქმიანი და ერთგული ადამიანი გვერდით. ის ჩემი მარჯვენა ხელიცაა და მარცხენაც. ახლა კი, რამდენიმე თვეა ელე მძიმედ ავადაა. ელე სიმსივნეს ებრძვის, ელე გადარჩენისთვის იბრძვის. ერთ დღეს, უცბათ აღმოაჩნდა სიმსივნე და მას მერე იბრძვის, იბრძვის.... მე კი ახლა ვწერ იმას რომ ამ გაგანია საარჩევნო პერიოდში თუ ვინმე მაკლია - ელეა, დაუღალავი, ენერგიული ელე. 

ყველაზე გადაუჭრელ პრობლემასაც რომ მშვიდად და აუღელვებლად აგვარებს ის ელე, ამას იმიტომ ვწერ რომ საჯაროდაც გთხოვო არ მოეშვა, არ გაბედო ხელების ჩამოყრა. არ გაბედო ჩემი ამ უზარმაზარ საქმეში უშენოდ მიტოვება.

 მე მჭირდები ელე !!! გთხოვ იბრძოლო, გემუდარები იბრძოლო!!! უზარმაზარი საქმეები გველის. უზარმაზარი პრობლემებია ქალაქში მოსაგვარებელი და უშენოდ ვერაფერს გავწვდები. ეს წლებია პრობლემებს რომ ინიშნავ და მათ მოგვარებაზე ოცნებობ, აი, ისინი მოსაგვარებელია. ჩემო ელე, გემუდარები იბრძოლო. შენ უნდა დაამარცხო ეგ ოხრობა, უნდა მოერიო და მალე, სულ მალე ისევ ისე შემართებით უნდა მოხვიდე სამსახურში. უარი არ მიიღება, არა, არა ასე არასოდეს არაფერი მითხოვია შენთვის ჩემო ელე.." წერს ელისაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები