2 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

" ნარკოტიკის გამოყენებაზე აქვს ასეთი რეაქცია .... მაშინ აქვე გავიხსენებ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ამბავს "

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა gem fest-ზე მომხდარ ტრაგედიას საკუთარ ფეისბუქ გევრდზე ეხმაურება:

"არ მინდახოლმე ასეთ ამბებს ფბ ქსელით გამოვეხმაურო ... ვცდილობ არ ჩავერთო განსჯა / განკითხვაში, მაგრამ ერთერთი ბოლოს შემხვდა Natia Panjikidze ის პოსტი .... ამ ამბავთან დაკავშირებით სხვა ადამიანებმაც გამოხატეს წუხილი, დარდი სხვადასხვა მოსაზრება და უმრავლესად პრევენციული ზომების მიღების საჭიროებას ვხედავთ ყველა...

თუმცა სანამ მაქამდე მივალთ მინდა გითხრათ პრევენცია და გადარჩენა კი არა... ამ პოსტის ქვეშ, ისეთი გამეტებით და სისასტიკით წერენ რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ღირსია ასეთი შედეგის... აბა რა ეგონა... რომ სადარდებელი სულაც არ არის და ა. შ. თანაც ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს ეს არ არის ორი-სამი ადამიანი .... ჰოდა მინდა გითხრათ არავინაა დაცული იმისგან რომ თქვენს შვილს, შვილიშვილს, ახლობელს ან ნებისმიერ ახალგაზრდას არ დაემართოს... ნუ გაიმეტებთ... ეს გოგო მოიწამლა ... ქვეყანაში მოწამლული ნივთიერება შემოაქვთ... ერთი მოხმარებით ასეთი შემძიმე შედეგი არ დგება თუ არა რომ საწამლავს ურევენ...
მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში ნარკოტიკია ნახსენები და გამოყენებული, ამიტომ მავანს ნარკოტიკის ხსენებაზე და გამოყენებაზე აქვს ასეთი რეაქცია .... მაშინ აქვე გავიხსენებ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ამბავს ....

რომელიც განსაკუთრებული ზიზღითა და გამეტებით გაიმეტეს სასიკვდილოდ და სალანძღავად იმ შემთხვევაში რა იყოოო ? პატარა ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და სასწაულით გადარჩა ...

სიტყვას დიდი ძალა აქვს ... ხოდა "მორალისტებო " სანამ ადამიანს გაიმეტებთ სალანძღავად იქნებ ათამდე მაინც დაითვალოთ და ჭეშმარიტად სიკეთის გზა აირჩიოთ თუნდაც ეგოისტურად ... საკუთარი თავის (სულის) გადასარჩენათ ...

წარმატებებს გისურვებთ ყველას" - წერს მაკა ჩიჩუა.


    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები