0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ნაგვიდან ამოყვანამდე" ბევრად ადრე, ვოისის სამ სეზონში და იმ დროისთვის ჯერ არგაქოცებულ იმედზე მუშაობდა სტეფანე"

  მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას მიერ გკეთებულ ხმამაღალ განცხადებას სტეფანეს მისამართით, რომელიც  "ნიჭიერის" ჟიურიში სტეფანეს გამოცენას მოჰყვა. დარსმელიძე თვლის , რომ თუკი გვარამია ნაწყენია სტეფანეზე, ამის თქმა მას უფრო კორექტულადაც შეეძლო

 "სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან, თუ გინდათ - გადაწყვეტილებას. 
ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები.

კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის... თუმცა მეტად, ბევრად კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე შეიძლებოდა ამის დაფიქსირება... მითუმეტეს, რომ "ნაგვიდან ამოყვანამდე" ბევრად ადრე, ვოისის სამ სეზონში და იმ დროისთვის ჯერ არგაქოცებულ იმედზე მუშაობდა სტეფანე... ემოციური ვნებათაღელვა და იმპულსური აფეთქებებიც დასრულდება, თან აუცილებლად ჰეფიენდით.... მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტრაკზე ოოოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას - აი ესეთი შავკები მეცოდებით. : ) ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა "დროს" და სხვადასხვა "პლატფორმებზე". ))) 

ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს "სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები