0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,იმ დღის შემდეგ გვერდიდან არ გიშორებ, სადაც კი რამე ბავშვური თავგადასავალი ყოფილა ყველგან შენ ხარ..."

მსახიობ გიორგი მახარაძეს თავისი მეგობარი, მსახიობი და სპორტული კომენტატორი ნიკოლოზ გაბელია ამხნევებს.

"ათას ცხრაას რომელიღაც წელი იყო როდესაც პირველად გაგიცანი, კლასში შევედი და დამხვდი, პირველად შენ მომხვდი თვალში, შენი რეაქცია კარგად მახსოვს, რა მაღალიაო ლაშა ბაბუაძეს უთხარი. 
 
იმ დღის შემდეგ გვერდიდან არ გიშორებ, სადაც კი რამე ბავშვური თავგადასავალი ყოფილა ყველგან შენ ხარ... სკოლიდან უნივერსიტეტს მივაშურეთ და ბედის ირონიით ერთ ჯგუფში მოვხვდით.. ძმაკაცობა სრულყოფილი, კაცური, და მართალი სწორედ მაშინ გახდა, უფრო გაღრმავდა და გაიზარდა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი მირონით დანათესავება იყო, მე შენს გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობდი, ყველგან, ყველა საკითხში. 

უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება ჩემო მახარ, მიყვარხარ და მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემს გვერდით იქნები. 

მადლობა უფალს რომ შემხვდი, ვამაყობ რომ არსებობ, ვამაყობ, რომ ასეთი დიდი და საოცარი კაცი გვყავხარ !!!!"- წერს გაბელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები