0 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი მახარაძე: პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა.. გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი

მსახიობი გიორგი მახარაძე მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს მადლობას უხდის. 

მახარაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს ვისაც პირადად არ ვიცნობ მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს ვინც მგულშემმატკვივრობს❤ მოკლედ ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით ის თანხა რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას, შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით.... ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს რომლებიც მზად არიან დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა.... კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ და ვამაყობ რომ ესეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით რითიც შემეძლება უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას❤ წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მთეეეეელი გულით🎄🎄🎄❤👌��P.S ეს მადლობა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი❤

HALA MADRID!!!! :)))))))))) მიყვარხართ!! “

კომენტარები

მსგავსი სიახლეები