0 5 : 0 8
 | 

სოც. მედია

დედამთილების 4 ყველაზე ხშირი ტიპი: ეჭვიანი, დიქტატორი, კრიტიკოსი, განსაკუთრებული

გერმანიაში მოღვაწე  ექიმი, ლიცენზირებული ფსიქიატრი ილიას ტერსენიდისი რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე საკმაოდ საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 

სამხრეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი Dr. Christy Rittenour იკვლევდა რძალ- დედამთილის ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებს, რის შედეგადაც გამოყო დედამთილების 4 ყველაზე ხშირი ტიპი:


1 ტიპი _ ეჭვიანი

დედამთილებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეტიპს განეკუთვნებიან, ღრმად სწამთ, რომ ადრე თუ გვიან ისინი საკუთარ შვილს დაკარგავენ ოჯახში ახალი ქალბატონის წყალობით. ამიტომაც მომავალი სარძლო უნდა იქნეს პირველ რიგში ძირფესვიანად გამოკვლეული. ამ შემთხვევაში დედამთილის მთავარი ამოცანაა ცხოვრება გაურთულოს რძალს, ვინაიდან და რადგანაც ის არასაკმარისად კარგია მისი შვილისთვის. რძალი ხშირად ეხვევა კრიტიკის ქარ-ცეცხლში. როგორც წესი ასეთი დედამთილი ხვდება მათ, ვინც გადაწყვეტს ცხოვრება დედისერთა მამაკაცს დაუკავშიროს.


2 ტიპი _ დიქტატორი

ის მუდამ ოჯახის საჭესთანაა - მას აქვს ძალაუფლება. ყველამ მის დაკრულზე უნდა იცეკვოს, ასეთმა დედამთილებმა ყოველთვის იციან როგორ იქნება უკეთესი ყველა დანარჩენისთვის. ისინი პირდაპირ ერევიან ურთიერთობებში და იღებენ გადაწყვეტილებებს სხვის მაგივრად. ისინი მუდამ აკონტროლებენ როდესაც მათი ვაჟი გადის სახლიდან, რამდენს ხარჯავს რძალი საყიდლებზე და ა.შ. ასეთი ტიპის დედამთილები მტკივნეულად აღიქვამენ, როდესაც მათ არ ემორჩილებიან. მამათილები ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ბუტაფორიებს წარმოადგენენ.


3 ტიპი _ კრიტიკოსი

მან თავისი ვაჟი ჯერ კიდევ ბაღიდან გაათამამა და ცდილობს ყველაფერი შეუსრულოს მას. ე.წ. "დედაენაცვალოს" დედამთილები. როდესაც მისი ვაჟის ცხოვრებაში რაიმე არასწორად მიდის ყველაფერი რძალს ბრალდება. ტიპიურია შემდეგი სახის რეპლიკები შვილის მიმართ და რძლის გასაგონად " მოგიკვდეს დედა არ ჭამ საჭმელს შვილო", " მომეცი დედა პერანგი გაგიუთოვო" და ა.შ. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია დაუჯეროთ დედამთილებს დ მიიღოთ მათი რჩევები.


4 ტიპი _ განსაკუთრებული

ის რეკავს დღე- ღამის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, მოდის სტუმრად გაუფრთხილებლად, უნდა ყველაფერი იცოდეს. როდესაც შვილი და რძალი შვებულებაშია საქმის კურსში უნდა იყოს, როდის მივიდნენ სასტუმროში, როგორი ამინდია, რა ჭამეს და ა.შ. ასეთი დედამთილები ძალიან არიან მიჯაჭვულები შვილზე და ვერ გუობენ სხვა ქალის დომინანტობას მათ ცხოვრებაში. მიეცით მათ მეტი დრო შეეგუონ ოჯახის ახალ დიასახლისს.

ეს იყო 4 ძირითადი ტიპი, თუმცა რაღათქმაუნდა საზღვარი მათ შორის საკმაოდ მკრთალია, ხშირად გადაიკვეთებიან მათი თვისებები ერთმანეთში. ბოლოს რჩევა პროფესორი Rittenour - ისაგან: დღეს ან ხვალ თქვენც იქნებით მათ ადგილას და მოგიწევთ პოზიციების დათმობა. მოექეცით თქვენს დედამთილებს ისე როგორც გინდათ რომ ხვალ თქვენ თქვენი რძლები მოგექცნენ. 

ჰარმონიულ თანაცხოვრებას გისურვებთ.

წყარო: 
სამეცნიერო ჟურნალი " Gesundheit". 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 00:29

    “ანაკონდა 2” – დაბრუნება – გუგავა ივანიშვილზე...

    ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნების ფაქტს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ასე აფასებს:“ანაკონდა 2″ – დაბრუნება” - წერს გუგავაშეგახსენებთ, რომ ...

  • 19:07

    ,,ესაც თქვენი არამიანცის საავადმყოფო, გამოიყვანეს ...

    სოციალური ქსელის გავრცელდა ფოტო და პოსტ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"გააზიარეთ!ესაც თქვენი არამიანცის საავადმყოფო, გამოიყვანეს და ძირს დააგდეს. პოლიციის გამოძახების შემდეგ აიყვანეს და იქვე მოფარებულშ...

  • 18:32

    “როდემდე უნდა ეგონოთ ჩლუნგ გრუზინებს, რომ ქალთან ს...

    როდემდე უნდა ეგონოთ ჩლუნგ გრუზინებს, რომ ქალთან სექსი ქალის დამცირება და შეურაცხყოფაა,-ამის შესახებ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ფოტოსთან დაკავშირებით...

  • 13:48

    ნიკა გვარამია:"ყველა გადაცემა უნდა დავხურო, ვანოს ...

      ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის  "ქართულ ოცნებაში " დაბრუნებას ეხმაურება:"ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.  ყველა გადაცემა უნდა დავხურო, ვანოს შოუს გარდა. სცენარი...

  • 11:54

    ,,2008 წლის ომი ზნაურში.. გაგიკვირდებათ და სურათზე...

    სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი, გოჩა სარალიძე, რომელმაც სპეცრაზმში 18 წელი იმსახურა, ერეკლე კოდუას  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემის საქმეს ეხმაურება."2008 წლის ომი ზნაურში.გაგიკვირდებათ და ს...

  • 00:10

    ,,ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმ...

    ერეკლე კოდუა განცხადებას აქვეყნებს:"მეგობრებო, დღეს კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან. დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის...

  • 17:19

    “ნახეთ უსახსრო ოჯახი და გადაწყვიტეთ, მკვდარ ბავშვე...

    Facebook მომხმარებელი მარი სიბოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:"მეზიზღებით,აბსულიტურად ყველა მეზიზრებით ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ამბავს მალავთ.ნახეთ არა უსახსრო ოჯახი და გადაწყვი...