ახალი ამბები
"ვურჩევ საქართველოს მთავრობას არ ჩაერიოს იმ ბანკის მართვაში, რომელიც ევროპულ ბაზარზე მუშაობს"- ევროპარლამენტარი TBC-ის საქმეზე
2019-02-20 11:49:56
TBC ბანკის საქმეს ბრიუსელში ეხმაურებიან. ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი აცხადებს, რომ ევროპა საქართველოში მიმდინარე პროცესებს დეტალურად აკვირდება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ადექვატური რეაგირება ექნება.
„შეშფოთებული ვარ ბანკებთან დაკავშირებული ვითარების გამო. მე ვურჩევ საქართველოს მთავრობას არ ჩაერიოს იმ ბანკის მართვაში, რომელიც ევროპულ ბაზარზე მუშაობს და აქვს ურთიერთობები ევროპაში. რადგან თუკი საქართველოს მთავრობა ემუქრება ამ ბანკის სტაბილურობას, ის ამავდროულად ემუქრება სხვა საბანკო ურთიერთობების სტაბილურობასაც. როდესაც საქართველოში ერევიან დამოუკიდებელი მედიისა საქმიანობაში, ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ ბანკზე, ან იყენებენ ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, ევროპის აზრით ეს ძირს უთხრის ნდობას არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ზოგადად საქართველოს მიმართ. მე ვერ ვხვდები, რატომ იმეორებს რეგულარულად საქართველოს მთავრობა მსგავს ქმედებებს,“-აცხადებს ევროპარლამენტის წევრი გუნარ ჰოკმარკი.
"კურიერი"
კომენტარები