0 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

მშობლებმა თავი შეიკავეთ ბავშვისთვის შეუსაბამო ქცევის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისგან - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, "სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები", შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. შსს 7 წლამდე გოგოს ცეკვის ამსახველ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება საფრთხეებთან დაკავშირებით. 

 

"ეს საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.

შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.

მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.

ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას" - აცხადებს შსს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...

    „ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის...

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...