0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

„სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ“ – ზურაბ გურული ქართველ კოლეგებს მიმართავს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პლაქვენილის თემა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მიზეზთა და მიზეზთა გამო. 17 აპრილს ფეისბუქის კედელზე განთავსებული ჩემი სტატუსი, რომელიც არ წარმოადგენდა კონკრეტულ მიმართვას არცერთი ქართველი პროფესიონალისათვის, ატარებდა ერთადერთ მიზანს, დაეცვა პაციენტები შესაძლო არასასიამოვნო გართულებებისაგან და მიმეწოდებინა ჩემთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაცია კოლეგებისათვის. ეს მიმართვა იყო გაგრძელება კოვიდ 19-თან დაკავშირებული სტატუსებისა და პოსტებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ გამოცდილების დაუშურველად გაზიარების სურვილს საქართველოში მყოფი კოლეგებისათვის. მივიღე არაერთი მადლობა მიწოდებული ინფორმაციისათვის, რაც მათ დაეხმარა რეალურ პრაქტიკაში ახალი მიდგომების დასანერგად. მე არ მაქვს სურვილი იმისა, რომ ჩემს მიერ სოციალურ ქსელებში საჯაროდ გაზიარებული პროფესიული ხასიათის ინფორმაცია ვინმემ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს. შესაბამისად, მრავალი მიზეზის გამო არ ვაპირებ ამ მედიკამენტის ირგვლივ დისკუსიის გაგრძელებას. გარდა ჩემი პოზიციისა, ინფორმაცია საკმარისად არის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში და საკმარისი ექსპერტებიც გვყავს ამ თემაზე სასაუბროდ. ამასთან, სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემს სტატუსებსა და პოსტებს კოვიდ-19 თან დაკავშირებული თემატიკის ირგვლივ, რადგან მიმაჩნია, რომ დღევანდელ, უაღრესად რთულ და ცვლილებად პერიოდში გამოცდილების გაზიარება ამ ვერაგ და საშიშ ვირუსთან ბრძოლის შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, პატივისცემას ვუცხადებ კოვიდთან მებრძოლ ყველა ქართველ კოლეგას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პლატფორმაზე გუშინ უკვე შედგა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ექიმებისა, რასაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება. ყველა გაუგებრობა გარკვეული და გაანალიზებული იქნა და ქართველი ექიმები ერთ გუნდად გააგრძელებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. მოვუწოდებ იმ კოლეგებს, რომლებიც ისევ აგრძელებენ ამ თემაზე უსიამოვნო სპეკულაციებს, რომ სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ. გმადლობთ! პატივისცემით!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...

  • 09:53