ახალი ამბები
საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებენ
2021-02-24 14:32:59
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მატიდან, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები