1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რატიანი : "თქვენ თავზე გადაახიეთ ვენეციის კომისიას ყველა შეთანხმება"

ჩამოტვირთვა

პარლამენტის საშემოდგომო სესია კვორუმს არარსებობის გამო ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიციამ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა, განაცხადა, რომ ცვლილებების პროცესით, ფაქტობრივად, ყველა უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ გარდა. მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს, მიერ გამოთქმული უკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა.

„პრაქტიკულად, თქვენ მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა არის მოტყუებული. ფაქტობრივად, თავზე გადაახიეთ ვენეციის კომისიას ყველა შეთანხმება და მანამდე, მთელი პროცესი როგორც იყო, რეალურად, თქვენ სრულიად სხვა გზით წახვედით,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები