0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა" სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

"ნაციონალური მოძრაობა" სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, აზიური ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ გურიასა და სამეგრელოში სამინისტროს მოქმედებები არაეფექტური იყო და სოფლებში ნარგავები არაეფექტური შხამქიმიკატებით შეიწამლა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სპეციალურ შტაბს შექმნიან, რომელიც დაზარალებული გლეხების ზარალს აღწერს.

“13 მილიონი ლარი გამოყენებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ქართული ოცნების აქტივისტების დასასაქმებლად და ასევე უხარისხო შხამქიმიკატების შესაძენად. შტაბები, სადაც ჩვენი მხარდამჭერები ჩაერთვებიან და მიეხმარებიან კონკრეტულ გლეხებს აღნიშნული ზიანის შესწავლაში,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები