2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება"- "ენმ" ხელისუფლებას მიმართავს

„გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს... გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი. ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში,"- ეს განცადება „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ენმ"-ში ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. პარტია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, სააკაშვილზე პოლიტიკური დევნა შეწყდეს, აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა და შესაძლებლობა მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნდეს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - ან მოიქცნენ, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც პირადი პატიმრები ჰყავდა, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და უშუალოდ მათ პირად ინტერესებში. მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა, რომელიც დაკვეთილია პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება,"- აღნიშა ზაზა ბიბილაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები