1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხუხაშვილი სააკაშვილზე : ,,ის არის ერთ-ერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში გადასვლის ფაქტს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი  ასე აფასებს : 

„ეს უკვე აღარ არის სააკაშვილის ისტორია, ეს არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განვითარებული სერიოზული მოვლენები. სააკაშვილი ახლა გახდა კატალიზატორი შიდა უკრაინული კრიზისის და მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ერთ-ერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი. როგორც თევზი წყალში, კრიზისში ისე გრძნობს თავს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოტყუება შეძლო და სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პრობლემის მოგვარებას, ყველა გზით ცდილობს.

„ის შეეცადა, რომ ამ პრობლემის ეპიცენტრი გადმოესროლა საქართველოსკენ. როგორც იტყვიან, პოროშენკომ გაიჩალიჩა თვითონ და რისკი იმისა, რომ ჩვენთვისაც შეექმნა პრობლემები მთელ ამ ისტორიას, ძალიან მაღალი იყო. რაში სჭირდებოდა ჩვენს ხელისუფლებას ამ სისულელეში თავის შეყოფა, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. მე იმედი მაქვს, რომ ეს მინისტრის „ვიკილიქსით“ დასრულდება და ამის იქით არ წავა ეს ისტორია,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები