1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქეა"

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს. სუს-ში ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქე არ არის, თუმცა არ ადასტურებენ, არის თუ არა ის რუსეთის მოქალაქე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში იმყოფება სახაზინო ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს სპეცოპერაციასა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან უარყოფს. ადვოკატი იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებამდე დააკავეს.

„მისი სურვილია, რომ მისი სახელი და გვარი არ იყოს გაჟღერებული. მანამდე არის დაკავებული, სანამ სპეცოპერაცია მოხდებოდა," - აღნიშნა ქარქაშაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები