0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გორში დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა

ხმაური მოყვა დევნილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის დაწყებას გორში. დევნილთა ის კატეგორია, რომელიც სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პოლიტიკას აპროტესტებს, შეიკრიბა და პასუხს მინისტრის მოადგილეებისგან ითხოვს.

ისინი აცხადებენ, რომ პირველად სიებში მათი სახელები იყო და მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, საბოლოო სიებში ვერ მოხვდნენ. პროტესტის ნიშნად, თვითდაზიანებები მიიყენა ერთ-ერთმა დევნილმაც. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 44 ბინაზე მეორე ეტაპი გამოცხადდება. კომისია გორში 3 დღე იმუშავებს და უკმაყოფილო დევნილებს ინდივიდუალურად შეხვდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები