1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ამ დაბნეულ შავ პიარს სერიოზულად არ აღვიქვამ"- გიორგი მარგველაშვილი

ჩამოტვირთვა

"დაბნეული შავი პიარი“ - ასე უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა მის მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია მის წინააღმდეგ შავი პიარით დაიწყო.

„ეს შეფასებები დაბნეულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე ვხედავ მთელ ტალღებს, არა მარტო შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ შავი პიარის ტალღა შეწყალებასთან დაკავშირებით, შავი პიარის ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში. ყოველ დღე ვხედავთ წარუმატებელი შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც, ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ფაქტობრივად, 4 წლის განმავლობაში საპრეზიდენტო ინსტიტუტს ებრძოდა და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს. ამ პოლიტიკურ გუნდს ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ვერ ჩამოყალიბდნენ. ამავე ფონზე ეტყობა ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ შავი პიარი უნდა ვაწარმოოთ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ... "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ შავი პიარით,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები