2 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

20-მდე შეიარაღებული პირი - მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები ვრცელდება

სოცილურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში, რომელიც კიევში რესტორნის სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს როგორ შედის რესტორანში 20-მდე ფორმიანი მამაკაცი. ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ რამდენიმე პირს და ძალის გამოყენებით იატაკზე აწვენენ, რის შემდეგაც ასევე ძალით გამოყენებით გამოჰყავთ მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, უწყების წარმომადგენლებმა ძალა თავდაცვის მიზნით გამოიყენეს.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია მათთვის მოულოდნელობა იყო.

თავად „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს და ამისათვის კანონიერ გზას იპოვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები