1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს საკმეველის"

ჩამოტვირთვა

პოლონეთიდან მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ "Newsone"-ის ეთერში საგანგებოდ ჩაერთო. სააკაშვილმა უკრაინიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას მხარს უკრაინის დემოკრატიული ოპოზიცია უჭერს. სააკაშვილმა, იულია ტიმოშენკოსა და ანდრეი სადოვოის გუშინდელი განცხადებებიც გაიხსენა.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებიდან ამჟამინდელი პრეზიდენტის ჩამოშორების მიზნით მათთან კოორდინაციას და სამოქმედო გეგმაში ჩართვას აპირებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პოროშენკო ახლა ძალიან სუსტია. ძალაუფლების შენარჩუნებას კი იმიტომ ახერხებს, რომ ოპოზიცია სუსტია.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

„დავბრუნდები სამართლებრივი გზით“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან პოროშენკოს „მშიშარა და ბარიგა“ უწოდა, რომელიც მალე ძალაუფლებას დაკარგავს და ყველა დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევს.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, საქართველის მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები