0 2 : 5 4
 | 

პოლიტიკა

ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

ჩამოტვირთვა

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, დაახლოებით 200-მდე ბინა გაქურდა. შსს-ის ინფორმაციით, მათ კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან. 

სამართალდამცველებმა ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები