2 3 : 4 5
 | 

პოლიტიკა

რუსეთი ქვეყნიდან აშშ-ს 58 დიპლომატს აძევებს

რუსეთი ქვეყნიდან აშშ-ს 58 დიპლომატს აძევებს. კრემლის გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ აშშ-ის 58 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის და აშშ-ის საპასუხოდ მიიღო.

ოფიციალური მოსკოვი დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე დღეს აძლევს.

სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსი დიპლომატები აშშ-მა და ევროპის 27 ქვეყანამ გააძევა.

სკრიპალების საქმიდან დღემდე ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა, ჯამში, 150-მდე დიპლომატი გააძევეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები