1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ეს ამხანაგური სასამართლოები ძალიან უხერხულია" - ბესელია ფოფხაძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრობს

ჩამოტვირთვა

ამხანაგური სასამართლოების მოწყობა საჯაროდ არის ყოვლად დაუშვებელი- ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია უმრავლესობის დაპირისპირებული წევრების მხრიდან გამოთქმულ ურთიერთ ბრალდებებს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გედევან ფოფხაძე ჯერ უმრავლესობიდან არ წასულა და „ქართული ოცნების“ სხდომაზე ჯერ უნდა გაირკვეს დეტალები და გადაწყვეტილებები დეპუტატებმა ამის შემდეგ უნდა მიიღონ.

„გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ნუ ეჩქარება ეს პროცესი. მე მგონია, რომ ვისაც ძალიან ეჩქარება, სულ ტყუილად. ასეთ საკითხებზე მე არ მომწონს ეს საჯარო დისკუსიები და ეს ამხანაგური სასამართლოებიც ძალიან უხერხულია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე მისი ბოლო დროინდელი განცხადებების გამო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკრიტიკა. მმართველი გუნდის ნაწილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის რიტორიკაში ავტორიტარული ნოტები იგრძნობა.

მათ ასევე არ გამორიცხეს, რომ კობახიძის გადადგომაც მოითხოვონ.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები