0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შს მინისტრი : ჩვენ ფაშისტური ჯგუფების წინააღმდეგ ვიქცევით


საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ  სამართალდამცავი ორგანოები კანონის ფარგლებში, ნეო პაშისტური ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

   გახარია ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით არ არის სრულყოფილი, მაგრამ დასძინა, რომ სახელმწიფოს აქვს საკმარისი მექანიზმები ქვეყანაში ფაშისტური გამონათქვამების თავიდან ასაცილებლად.

    “უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, რომ არსებობს თავისუფლების გადაჭარბებული გამოხატვა და ძალადობა,  ამ ფაქტს ჩვენ  შესაბამისად ვუპასუხებთ“- განაცხადა გახარიამ

   ფაშისტური ჯგუფი “საქრთველოს ეროვნული ერთობა“ 12-13 მაისის აქციებში ძალიან აქტიურად ჩაება, მათ ხალხს მოუწოდეს, რომ მშვიდოებიან დემონსტრანტებს დასხმოდნენ თავს.

   შსს ცენტრალურ ქუჩებში სპეცრაზმელებმა სიტუაციის განსამუხტათ დაკაავეს ფაშისტური ჯგუფის რამოდენიმე წევრი., უფრო მეტიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გააფრთხილა ნაციონალური ერთობა, მომავალში არ გამოიყენოს ფაშისტური სიმბოლოები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან 1000 ლარის ოდენობით.

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა , რომ ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების არსებობა ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

  “ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების არსებობა მიუღებულია ჩემთვის და , რა თქმა უნდა მთელი მთავრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვებრძვით ამ ჯგუფებს საქართველოში“ - განცახადა ჯანელიძემ.

წყარო :ნეტგაზეთი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები