„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
2018-05-23 12:16:00
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო. საქმეზე დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.
სტრაბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.
საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა საბოლოოდ ის დასაშვებად იქნა ცნობილი 2011 წლის 13 დეკემბერს.
საქართველოს რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ ევროკონვეციის მუხლები დაარღვია.
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 ...
‘800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს” – ამის შესახებ, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქართული ოცნების წევრმა, ლევან სურმავამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ...
“დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად” – ასე პასუხობს, დინამო თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას, რომელმაც გან...
“მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატ...
მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერ...
“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. "ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბ...
“ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, ან ეს იყო, ასე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გ...
კომენტარები