1 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,, "პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი 2-ს"- საპატრიარქოს შემდეგ ბოიკოტს აცხადებს ირმა ინაშვილიც

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას.

ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან- მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება. ჰქონდა შეხვედრა ვატოპედის მონასტრის წინამძღოლთან მამა ეფრემთან. ამ მოკლე პოსტს სწორედ ბატონ დავითთან შეთანხმებით ვავრცელებ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს. გაცილებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გაგიზიარებთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები