2 3 : 1 5
 | 

პოლიტიკა

ავტობუსები დღეს უფასო იქნება- თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო 2 დროებითი მარშრუტი დაამატა

თბილისის მერია დახურული მეტროსადგურებისა და  გაფიცული მემანქანეების გამო 2 დროებითი მარშრუტს ამატებს. 

"თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა: ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან,"-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები